კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:08
Advertisement

 

 

 

თუმცა შორსაა შელიც, გოეთეც,

მაინც ერთი გვყავს თურმე მესია.

ერთი სისხლი გვაქვს მაინც პოეტებს,

ეს არის ლექსი და პოეზია.

ისე უეცრად ჩამომიქროლე,

ამ სულს ცეცხლივით ისე მოედე,

გატეხილ გულს და ჩამქრალ სტრიქონებს

ისევ ჩაუდგი სული პოეტის.

როცა მეგონა მორჩა, გათავდა

სიცოცხლისა და ფიქრის საგანი,

შენი ლამაზი ლექსით განათდა

ჩენი დარდის და სევდის საკანი.

არც გამიგია, ისე დავტოვე

ციხე სიბერის და სიმარტოვის.

სწორედ შენა ხარ ამ სიხარულის,

ამ სიყვარულის ლექსის ავტორიც.

ლამაზ დღეებზე ხელჩაქნეული,

ისევ ოცნებებს შევეხიზნები.

ღამე, დარდსა და ცრემლს მიჩვეული,

კვლავ აივსება ლამაზ სიზმრებით.

თუმცა შორსაა შელიც, გოეთეც,

მე მაინც მჯერა, ერთი სულია,

ერთი ღმერთი ჰყავთ მაინც პოეტებს,

ეს ღმერთი მხოლოდ სიყვარულია!

 

P. S.


თუმცა პოეტი პოეტს გაუგებს,

ყველა ქალში ჩქეფს სისხლი აიდას,

ეს გული ქალის ღალატს გაუძლებს,

პოეტის ღალატს ვეღარ აიტანს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen