კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 03:29

 

 

 

გიმზერ, გიყურებ და მე ვღონდები

და ვრჩები შიშველ ფიქრის ამარა.

მე ვაკვირდები და მაგონდება

ყველა ლამაზი ქალის სამარე.

ვიცი, ვინ იყავ, ვიცი, ვინა ხარ

და მე მაჟრჟოლებს ნახვა ბალახის.

მე შენი სახის ეშხი მინახავს,

შენი სიბერე არ დამანახო.

ის ოცნებები მომყვა აქამდე,

ბავშვობის წლებში რომ გავახარე,

სანამ შენს გათხრილ საფლავს ვნახავდე,

მიწა თვითონვე შემომაყარე.

გიმზერ, გიყურებ და მე ვღონდები

და ვრჩები შიშველ ფიქრის ამარა.

გიმზერ და... ნეტავ, რად მაგონდება

ყველა ლამაზი ქალის სამარე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen