კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 17:47
Advertisement

 

 

 

რადგან წაიღებს ამ ლამაზ ფერებს,

რადგან არ იცის ჟამმა დანდობა,

ო, როგორ მინდა წლებს და სიბერეს

წავართვა შენი ახალგაზრდობა.

რადგან მე ვიცი, მე კარგად ვიცი,

დრო როგორ გარბის, რა გამძაფრებით,

სწორედ ამიტომ შენს ლამაზ სიცილს

ლექსებში ვაქსოვ გულის ძაფებით.

რადგან ეს გული შენი ტყვე არის,

შენი ტყვე არის ჩემი გონებაც.

ეგ ბროლის ყელი, ტანი - კენარი,

მინდა ვაქციო მე სტრიქონებად.

ზოგჯერ ოცნებით თუ შეგეხები,

ისიც პოეტის სული იქნება.

მე მინდა შენი „ირმის ფეხები“

გადავაქციო ლექსის რითმებად.

მინდა სულ იყო ასე უცვლელი,

სულ იხარო და სულ იმაისო,

ეგ შენი ბაგე, ვარდის ფურცელი,

ჩემს ლექსში დარჩეს სამარადისოდ.

შენ, ჩემო ხატო და თვალისჩინო,

ახლა ჩემს გულს და სულს რომ ანაზებ,

მინდა ლექსებით გადავარჩინო

შენი სიცოცხლე და სილამაზე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen