კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:52
Advertisement

 

 

1

 

ვარდი შენს სუნთქვას ოხვრას აყოლებს

და საოცარი არის მსგავსება.

ჰგავს შენთან ყოფნა მზის სიახლოვეს

და გაზაფხულის ფერით ავსებას.

უკვე უშენოდ მიჭირს გაძლება,

მაგ სილამაზეს მე სად წავუვალ -

და მინდა დიდხანს, დიდხანს გაგრძელდეს

ჩემი თვალების დღესასწაული.

 

2

 

იყავ რამდენის იმედი, დარდი,

ოცნებებში რომ სიზმრად გიცდიდნენ.

დასეირნობდი რუსთველზე ვარდი

და ლარნაკივით გულებს გიწვდიდნენ.

უარყავ ყველა... ის ვარდიც გახმა

და შერჩი მარტო შენს სიმარტოვეს.

ასე მგონია, იმ ფრესკას გავხარ,

დანგრეულ კედლებს რომ შეატოვეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen