დაღლილი მთვარე ზღვაში ჩაწვება,
მთას წაენთება ჭიაკოკონა,
შეუწითლდება ზეცას ღაწვები,
ვით პაემანზე მოსულ გოგონას.ნაპირს ზმორებით მოლოკავს ქარი
და შემდეგ ძალას ზღვაზე მოსინჯავს.
ხომალდები კი ნაპირთან მდგარი,
გააბოლებენ ყალიონს დინჯად.
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა