კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:05
Advertisement

 

 

 

იყო სიჩქარე, როგორც რიონი

და გაღიმება სახმილის ცეცხლი,

მე ვიყავ უცხო ენდიმიონი

და შენ სელენა ხმა მონავერცხლი.

დაიძრა უნდო აკვილიონი

და გაიყინა ცრუ ბედისწერა

სევდა დავთესე აქ მილიონი, და

შავი თვალების დავკარგე ცქერა.

მზე ჩამეკარგა ბნელ ქოხმახებში,

ხავსი მოედო ნაწვიმარ ყავრებს;

სულს გავატარებ ცოდვის მახებში

და გადაუგდებ მას მინოტავრებს.

გაიცნობს გული კოციტის ყინვას,

ჩაქრება ჟამთა ბურუსით დენა;

ვერვინ ვერ შესძლებს ჩვენ სახის ხილვას,

საფლავის ქვათა მკდვრეთით აღდგენას.

გაპარტახებულ ჩვენ სასაფლაოს

თავს წაადგება ხროვა მგელების.

ვინ შეავედრებს ჩვენ სულს საბაოთს,

ამაო არის ქნევა ხელების.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen