კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 05:23

 

 

 

მე შევაცურე ტალღებში ნავი

ვარსკვლავიანი ბრწყინავდა ზეცა

აზიდულ მკერდზე ხორბლის ნაწნავი

გულს აჟღერებდა ახლა ორკეცად.


შენ მიყვებოდი: პირველად როგორ

გულში ჩაგეჭრა ოცნება დიდი

და ცუგრუმელა პატარა გოგო

სახელმოხვეწილ მფრინავთან მიდი.


შემდეგ რომ გახდი მფრინავი შენაც

და აგისრულდა ნაოცნებარი,

და შენი გული როგორ გრძნობს ლხენას

სამშობლოსათვის ტრფობით მგზნებარი.


ვარსკვლავიანი ბრწყინავდა ზეცა

შენ გიბრწყინავდა ლამაზი თვალი,

მეც გადმომედო, მეც გადმომეცა

იმედით სავსე გულის ფართქალი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen