კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 14:16
Advertisement

 

 

 

გამიგონია მთვარიან ღამეს

ტბასთან მივიდა ერთი ირემი

ტბა იყო მშვიდი და მოკამკამე

შემოხატული ლერწმის ჩრდილებით.


თავისი ლანდი შენიშნა მორევს

და რომ სინჯავდა შნოსა და იერს

არ მოეწონა ფეხები თორემ

ქორბუდა რქებმა მოხიბლეს ძლიერ.


სწორედ იმხანად უცნაურ ძალით

გამოაფხიზლა ლომის ღრიალმა

და დაწუნებულ ფეხებმა წამით

გადააქროლეს გაშლილ იალაღს.


დროზე უშველა ტყეს შეეფარა

ტყე დაებურა გაუვალ ბუჩქებს

და როცა ბილიკს ეძებდა ჩქარა

იმ ლამაზ რქებით გაება უცებ.


ო... დაუკვირდი კარგო ამ ამბავს

ბრძნულია იგი და ძველის-ძველი, 

იმ ირემივით შენც ფიქრობ ალბათ

დე, ასე იყოს სურვილი შენი.


მხოლოდ იცოდე,  იცოდე მხოლოდ,

თუ ქებით უფრო გადაირევი,

ეგ სილამაზე დაგღუპავს ბოლოს,

როგორც დაღუპა რქებმა ირემი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen