კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 11:58
Advertisement

 

 

 

დგახარ სიბრძნის დაუნჯებით,

სულის ცისკენ შეღერებით, -

გეხვეწები,

გეაჯები,

გენუკვი და გეფერები.

სულ იბრწყინებს

სხვათა თანა

შუქი შენი შედევრების,

ჟამი მოდგა შენი ფიქრის

შენს საქმესთან შეჯერების.

ჰოდა, ფრთხილად!

ფრთხილად,

ფრთხილად! -

გყვანან ქვედამხედველებიც,

შენს ნაკრძალში ხორხოცებენ

უცხო თესლის ეგერები,

ამიტომაც გაფხიზლებ და

ამიტომაც გეფერები.

რა თქმა უნდა,

წავალ მალე, -

ცას ვერ გამოვეკერები...

იმ წასვლამდე -

წასვლის მერეც

გენუკვი და გეფერები...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen