კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 07:02

 

 

 

თვალი მიჭირავს შენზედა,

როგორც მიმინოს მწყერზედა...

- მე ვარ მახვილი შიშველი,

შენ ხარ ლერწამი წერწეტა.


- ჰაუ მახვილო კაშკაშა,

ვერ შეგეყრები ხვალ-ზეგა,

ან დამიგულე ქარქაშად,

ან შეგეჭრები ფხაზედა.


და აიტაცებს სიმღერას

ტაში და შემოძახილი,

ფრთებს გამოისხამს ლერწამი,

გაიფოთლება მახვილი,


- ახ, მწყერო გასაპუტავო,

ლერწამო ხმასაამურო,

ან როდის გაგკრა ნისკარტი,

ან როდის გასალამურო...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen