კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 08:43

 

 

 

ჩააწველა მთვარემ ვერცხლი

მღვრიე თვალში მრუმე ღამეს,

ჩქოლამ ნისლი გადივარცხნა,

ცა ვარსკვლავებს ახამხამებს.

დაეკროლა სიპს კაკალი,

იხდის ნაჭის ახალუხებს,

იქით შხუის ხობისწყალი,

აქეთ ფშანი მოჩუხჩუხებს.

სოფელს კამისდარად ჩათვლემს,

კერა არსით უგიზგიზებს,

ლეღვის ხეზე თაფლა ჩაფლას

ბროწეული შეჰკისკისებს.

თუთარჩელა მახურავს და

თვალი მისდევს მის ნაკვესარს,

ბარაქალა ბუნებასა

ყოველს რარიგ ჩამოხვეწავს.

იფნები და მურყანები

ოჯალეშის იხდენს ნაბდებს,

მაჭარიც რომ აბორგდება,

აბდალივით ირატრატებს.

ჰე, შიმშილო, ნუ მოცდები

დროზე ადე, ტაბლა დადე,

გაიღვიძეთ ჩემო ძმებო,

დამილოცეთ ოდაბადე!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ლაშა გახარია  • • •   ლაშა გახარიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen