კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 10:49
Advertisement

 

 

 

როცა დაქროდა ლურჯი ზეფირი

და ათასფერად ყვაოდა ზეცა,

მაშინ ვიხილე სატრფოს მზე-პირი,

ბუნებამ ლხენა გამიასკეცა.


წამით შევხედე, წამსვე გამიქრა,

ვნებიან თვალით დამითრო გული

და ვითა სფინქსმა სიტყვა არ მითხრა,

სიტყვა არ მითხრა ცეცხლით ვნებული.


წლები გაფრინდნენ ელვის სიმალით,

დილის ნისლივით გაქრა დღეები,

გრძნობა დამეწვა გეენის ალით,

სულში გავზარდე შავი ტყეები.


სატრფო გამიქრა ვით მოჩვენება,

შავ უკუნეთში მარტო დამტოვა.

ვეღარ ვიხილე იგი შვენება,

სიცოცხლის ველზე ობლად დამტოვა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen