კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 10:49
Advertisement

 

 

 

იქნებ მკვლელობა ამ ხანებში მოხდეს ფარული,

არვის დაედოს ჩემს სიკვდილში მძიმე ბრალდება,

ეს გათოვება მეტად უხვი იანვარული, -

უკვე აშკარად დღეს ეტყობა თებერვალდება!


თოვლის ქანდაკი ჩემს ეზოში დავდგი მიონად,

შევძელი კერპად შენი ტანის ნაკვთში დაყვანა.

თითქოს გადვიქეც ჩვენებისთვის პიგმალიონად,

სული, ღვთაებას ცივ თეთრებში, კვლავ გეთაყვანა.


ჯერ ჩემთვის ღამეს ასე ძილი არ გადუსხია...

შენ მაყვედრიდი, გალატეა, შენს პიგმალიონს:

"ჩამაცვი კაბა... ო, რა მცივა... ო, რა სუსხია.

სანამ გიცადო ქმარს უგულოს როგორც ალიონს!”


ვნახე მიონა გათენებას, ხეთა ფარცხებით

სფინქსს ამსგავსებდა გადაყრილი ნამქერის ხვავი.

და გადავწყვიტე, სანუგეშოდ ამ დამარცხებით,

ერთ-ერთ სონეტში დაუნდობლად მოვიკლა თავი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen