კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 10:09
Advertisement

 

 

 

ხომ არ დაგტოვათ მოლოდინმა

გარეშე ფიქრის,

ცრემლები თქვენი სინანულში

ხომ არ გაწვიმდა,

როგორც მახსოვხართ, ისეთივე

ბრძანდებით თითქმის.

ესაა მხოლოდ, წლები დროში

გადანაწილდა.


მოგონებებით გაზაფხული

შემოგენთებათ,

ატმის ყვავილით, სიწარმტაცით,

უამრავ ფერით,

თქვენ უსათუოდ სიყვარულის

ვალი გექნებათ,

ბევრმა ზამთარმა გაზაფხული

შეიგრძნო თქვენით.


ვალში ვარ თქვენთან, რომ მიყვარდით,

რომ გამიხსენეთ,

რომ მიმაჯაჭვეთ თქვენს სიმშვიდეს

მთელი არსებით.

მთელი ცხოვრება ჩემს გარეშე

რომ არ ისვენებთ,

მადლობელი ვარ, სიბერის დროს

რომ გაგახსენდით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen