კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:48
Advertisement

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

როგორ მინდოდა, გავქცეოდი ჯვარს და სარკოფაგს,

ცის სილურჯეში ავჭრილიყავ, როგორც ფრინველი

და შემეწირა სიყვარულის შესაწირველი

ამქვეყნიური წარმავლობის უარსაყოფად, -

რომ სილამაზის უხანობას, უასაკობას

წინ აღდგომოდა უკვდავების დღე საკვირველი,

მაგრამ განქარდა გაზაფხულის ტკბილი ხილვები

და შვების ნაცვლად სინანული დამშთა ნაყოფად.

ვეჭვ, ხელოვანმა სილამაზეც განადიდოს და

თან ბუნებასაც გაეჯიბროს - უკვდავ დიდოსტატს;

თუმც ვინ დაუსვას აღმაფრენას ბოლო წერტილი,

როს, ღვთაებაო, ხელთუქმნელი შენი ხატება

თვით ზეციერის ხელითაა გამოძერწილი

და ყოველნაირ წარმოსახვას აღემატება...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen