კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 09:02
Advertisement

 

მთარგმნელი: თამაზ ბაძაღუა

 

დავტირი დღეებს, მწუხარებით თვალს რომ ლულავენ,

ოდეს ღვთაებრივ სინათლისკენ მივისწრაფოდი,

მაგრამ სურვილმა უეცარმა, როგორც ნაფოტი

შემაჭრა ფრთა და დამანარცხა მიწას უმალვე.

შენ კი დაჰყურებ სულში ცივი ცრემლით გაფოთლილ

ტანჯვას, რომელიც სააქაოს ვერ დავუმადლე,

იხსენ ცთომილი სული ჩემი ყრუ და მდუმარე

და გაზინზლული ამ ცხოვრების მწვირით, ტლაპოთი.

აღმავსე შენი აუწყავი მადლით, ალერსით,

თუ მოკვდავთათვის ნათელი ხარ და სამზეო ხარ,

ბრძოლის დასასრულს განწირული თუკი დავეცი.

მე ხომ ტკივილში უნდა მევლო, უნდა მეოხრა,

აწ მომიბოძე ყოფნა შენი უუკვდავესი.

სულს სხვა იმედი აღარ შერჩა მწედ და მეოხად.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen