კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:52
Advertisement

 

 

1

 

ერთხელ გიხილე, ტურფავ, მიჯნურთან

სიხარულითა ხარბად სტკბებოდი:

ბაღში, მახლობელ ბუჩქთან მჯდომარე,

ერთგულებასა ეფიცებოდი.


მიჯნურის მკერდზე გეპოვნა ბინა,

ვნებით აღსავსე მას შესცქეროდი,

გაშლილი ვარდი გეკავა ხელში

და ბედნიერი ზედ დამღეროდი...

 

2

 

კვლავად გიხილე იმავ ადგილას,

მიჯნურს ელოდი მოუთმენელად,

მაგრამ პირშავი არსად მოსჩანდა

და ნათელი დღე მიგაჩნდა ბნელად.


შენს უბედობას, მის ორგულობას,

ტანჯული გული ბაღს შესჩიოდა,

იგივე ვარდი გეჭირა ხელში

და უბედურსა ცრემლი გდიოდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen