კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 07:37
Advertisement

 

 

 

მე მიყვარს შენი დაღლილი მზერა

და აწეული წარბი მრისხანე,

როცა შორიდან მალულად მზვერავ,

როცა თვალები ეკლებს ისხამენ.

მე მიყვარს, როცა სავსე გაქვს გული

ცრემლებით, ტუჩებს ადევს ურდული,

მარტოობისთვის ხარ განწირული,

ოცნებებისგან ხარ გაქურდული.

მე მიყვარს,

როცა მკითხავ ჩურჩულით:

ხომ შეეგუე სატანის ამბორს,

ბეღურასავით ხარ გაყუჩული

ტუჩებზე თითებს მაფარებ ამ დროს.

მე მომწონს,

კიდევ ბევრი რამ მომწონს,

რაც შენშია და შენში არსებობს,

ჯერ არ მომხდარა დამვიწყებოდე,

დრომ შენი თავი არ შემახსენოს.

და მე ვბერდები დროში, რომელიც

ამღვრეულია, ულმობლად მტანჯავს

დროში, რომელიც შენს სიყვარულში

ტკივილებად და სიკეთედ მხარჯავს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen