კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:45
Advertisement

 

 

 

მზე იცინის, ვარდფურცლობის დარია

და შენს ქოხთან გუგუნია თელების...

კარში გამო, ჭია-ჭია მარია,

არას გავნებ, მხოლოდ მოგეფერები...

უნისლოა, ზეცას გაუდარია,

ყაყაჩო ჩანს ცის და მიწის სიცილში...

გავიმარჯვეთ, ჭია-ჭია მარია,

ბარბაროსი დაულეწავს ციციშვილს...

შენი მტერი, ჩემი მტერი მკვდარია,

ჩვენი მოსვრა, აბა როგორ ინდომეს?

გავიმარჯვეთ, ჭია-ჭია მარია,

ვუგალობოთ ჩვენს სამშობლოს მინდორ-ველს...

ჩვენი მოსვრა, ან კი, როგორ ინდომეს?

ზღვად დარხეულ მინდორს გაუხარია,

დინჯად მისდევს კვალში ძველი გუთანი...

ვერ წაიღებს ხორბალს სულთამხუთავი...

ვრცელ მინდვრებს ტრაქტორები ფარავენ...

ბაღ-ბოსტნებში თოხნიან და ბარავენ...

ზღვად დარხეულ მინდორს გაუხარია,

ბელტს აბრუნებს - ეს ნიკორა ხარია...

კარში გამო, ჭია-ჭია მარია,

მოფრინავენ ცი-ცი-ცინათელები...

ჩვენთან მუდამ გათენების დარია,

ჩვენი ხმლის ქვეშ მტერს არ გაეთენების...

ჩემი გული ვარდფურცლობის დარია,

გუ-გუ - გუ-გუ გუგუნებენ თელები,

მზეი დაცხრა, ყვავილების ქარია,

ჩურჩულებენ მოლზე ნაირფერები,

მომახურე, მცივა, ჭია-მარია.

არას გავნებ, მხოლოდ მოგეფერები,

მზეი დაცხრა, ყვავილების ქარია,

ჩურჩულებენ მოლზე ნაირფერები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen