კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 03:43

 

 

 

სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.

ორხიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,

უნდა რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.

ის იყო მეფე. ახლაა მტვერი. რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,

არ შეუძლია იყოს პირფერი. არ შეუძლია მტვერი არ იყოს.

და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა, თუ სამუმია...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ