კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:52
Advertisement

 

 

 

სუნთქვით გაგითბობ გათოშილ თითებს

და საალერსოს გიხმობ სახელებს,

ძვირფასო, ნუღარ იტირებ კიდევ -

გამხდარი მხრები გიცახცახებენ.


ჩემი ხელები, როგორც სიზმარში,

სასიხარულოდ კვლავ გაკურთხებენ,

მოულოდნელი ცრემლის სიმლაშე

აღარ აგიწვავს ტუჩის კუთხეებს.


შენი სიცილი კვლავ განიბნევა,

აინთებიან შენი ღაწვები,

არ შეგაშინებს ღამის სიბნელე

და ცრემლიანი აღარ დაწვები.


შენ გაზაფხული კვლავ გაგაოცებს,

შენს სულში დიდი სინათლე შევა

და სიარული სასაფლაოზე

დარჩება მხოლოდ უბრალო ჩვევად.


მე დამიჯერე: ღიმილი მოვა,

ცრემლი მიიღებს თავის მისაგებს,

მე გამოგტაცებ დარდსა და გლოვას,

მე დაგაბრუნებ სიცოცხლისაკენ!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen