თქვენ კარგად გახსოვთ, ყოველი გახსოვთ, აღელვებული პირველად გნახეთ, მე კი ვიდექი კედელთან ახლოს, პირში მახლიდით რაღაცას მკვახედ. დავშორდეთ უნდა, რომ გაგაწამეთ და არ გეშვებით. თქვენ გსურთ, რომ საქმეს კვლავ დაუბრუნდეთ, მე სხვა ხვედრი მაქვს - თავქვე ვეშვები. ამ ხალხის ბრბოში ხელი ერთხელ არ გამომიწოდეთ. ვიყავი, როგორც ულაყი დოღში... თქვენ, საყვარელო, ეს არ იცოდით. ყოფიერება გაურკვევლობის ბურუსში მხვევდა. ვერ ვიგებ, ბედი სად გვერეკება და ამის გამო გულს მაწევს სევდა. თუ ახლოს დგები. დაშორდები და - სხვა სახეს მოჰგავს. სავალალოა მცურავი გემი, ზღვის ზედაპირი როდესაც ბორგავს. ზღვაში ვიღაცამ მკვეთრად უცვალა კურსი. ქარის გრიალში, ტალღების ხმაში ახალ ცხოვრებას დაეძებს რუსი. გემბანს რომ ერთხელ არ დაენარცხოს? ცოტას შეხვდებით, მხნეს და გამოცდილს, არ შედრკეს, რყევა ბევრი ენახოს. ხალხის აურზაურში, როცა ყვირილს და ხმაურს არ წყვეტდნენ, დავეშვებოდი გემის ტრიუმში, რომ არ მეცქირა, როგორ არწყევდნენ. რუსულ სამიკიტნოში, ჭიქას ჭიქაზე ზედიზედ ვცლიდი. თავი ჩამეხრჩო, მსურდა, ღვინოში, ტანჯვის ჩახშობას სასმელში ვცდიდი. გტანჯეთ, გაწამეთ, დაღლილ თვალებში გედგათ ნაღველი: თავად ვარჩიე, განა დამწამეთ, შფოთისთავის და ლოთის სახელი. ყოფიერება გაურკვევლობის ბურუსში გვახვევს. ვერ ვიგებ, ბედი სად გვერეკება, ეს მტანჯავს, მიტომ ვერ ვაქრობ ნაღველს. გავიდა წლები. სხვას ვფიქრობ, გულში სხვა განცდა დგება, და ვამბობ, როცა სუფრასთან ვჯდები: მესაჭეს უნდა შევასხათ ქება! ნაზი გრძნობების. გიხსენებთ ახლა მოწყენილს, დაღლილს. ვჩქარობ, მოგწეროთ ჩემზე ცნობები, რა ვიყავი და როგორი გავხდი! მახარებს გითხრათ: არ ჩავიჩეხე ხრამში მაღლიდან, და დღეს, ბნელში რომ ვიყავი დიდხანს, საბჭოთა ქვეყნის თანამგზავრი ვარ. რაც წარსულ დროში. არ გაგაწამებთ ისე, ვით მაშინ. თავისუფლების და შრომის დროშით მზად ვარ, გავცურო თუნდაც ლა-მანში. ვიცი, ის არ ხართ - ცხოვრობთ სხვაგვარად - კარგად თუ ავად, თქვენს სერიოზულ, გონიერ ქმართან. არც ტანჯვა გინდათ, აღარც მე თავად. მიჰყეთ თქვენს ბედის ვარსკვლავს, მე ჩამოგშორდით და დაგეხსენით. არ დაგივიწყებთ, მოგიძღვით სალამს თქვენი ნაცნობი სერგეი ესენინ. |