კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:59
Advertisement

 

 

 

რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული,

ბადახშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსა?!

ვაგლახ, მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული,

მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავს ბაღჩის მიმოზა.

შენს სასახლეში მგოსანს მხლებლად თუ ამიყვანდი,

ჩემ შორი-ახლოს ყოფნას თუ არ დაიზარებდი,

თან გსდევდი მუდამ, ვით შენივე ფერმკრთალი ლანდი,

შლეიფზე მაინც მთრთოლვარ თითებს მოგაკარებდი.

როს მთვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,

გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის,

აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,

მე კიდევ - პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!


პოეზიის გვერდი  • • •   პოეზია - კონსტანტინე გამსახურდია  • • •  კონსტანტინე გამსახურდიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen