კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:45
Advertisement

 

 

 

პაემანზე გაგვიწვიმდა

ცას შევხედე ბრაზიანად,

მაგრამ იმ დღემ წვიმიანმა

ზღვა სიხარულს მაზიარა.


ცამ უეცრად დაიქუხა

მე მას გვერდზე მივეკარი

და ფანტავდა წვიმის წვეთებს

უეცარი ნიავქარი.


კოცნა მომწყვიტა ბაგიდან

გული ამივსო მზით,

მივაბიჯებდით ერთად წვიმაში

ბედნიერების გზით.


და სიყვარულის დასტურად

კოცნა მივიღე მე

ო, დაილოცოს მარადჟამს

ის წვიმიანი დღე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen