კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:53
Advertisement

 

 

 

გაფრინდა ნიავი შორეთს,

თეთრად გაშალეს ფრთები აფრებმა...

მზე გადასცდება ღრუბლების ტბორებს

და ზღვის ტალღები შეიქაფება.


ზღვას თოლიები ჰკოცნიან გზნებით,

სიხარული და მზე რომ ახარონ...

მეც თოლია ვარ!

გავშალე ფრთები,

შფოთიან ზვირთებს მკერდი ვახალო!


ზღვის ნაპირები რძისფერ ქაფს ივლებს,

მქუხარე ტალღებს გულ-მკერდზე იფენს,

მზე გადაუშვებს მორევში სხივებს

და მეწამულად შეღებავს ცისფერს.


ზღვა დაისრული სხივების ზოლით

დატრიალდება ოქროს მორევად,

მზეს ჩაეკვრება მკერდანათრთოლი

და ცხელ ბაგეზე ეამბორება.


შემდეგ ნისლები დაისს ებურვის

და თოლიებიც მღვრიე ჩქერს ელტვის,

მეც თოლია ვარ აისრებული,

მქუხარე ტალღებს ვახალო მკერდი!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen