კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:58
Advertisement

 

 

 

მომნატრებია ნახვა მისი სახის და ტანის,

ხმა გავიგონე წუხელ - ცინცაძის, რუსუდანის.

დანთქეს ქვესკნელის წყლებმა იმისი ნავის კიჩო...

გაღიმებულმა მკითხა: „კარგად ხომ კი ხარ, ბიჭო?!"


არად აგდებენ, ვუთხარ - ყვარელს, სხვიტორს და ჩარგალს...

მთელ საქართველს უჭირს, მე რა მამყოფებს კარგად.

ალბათ მოგბეზრდა, დაო, იმ გრძელ სოფელში ძილი,

მახსოვს ოჯახი შენი, ავჭალის გზატკეცილი.


ჯგუფელებს, ცოცხლებს, ერთად, შენ მოგვიყარე თავი,

შენს ორ გოგოსთან იყავ ღმერთივით სანახავი.

ჩუმი, ფრთხიალა, ფრთხილი - გაფრინდი, ჩიტი ვითა...

სად ხარ, ნეტარო, ნეტა, გული არ დაგეწყვიტა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen