კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2026 08:03

 

 

 

ღამე მოვიდა - როგორც ჩურჩული,

მოვიდა - როგორც მგზავრი დაღლილი,

მან ამოავსო ყველა კუნჭული

და გარეთ დარჩით შენ და ყვავილი.


მოვიდა - როგორც მგზავრი დაღლილი,

მეჩურჩულება უხმო ენითა,

სადღაც ანთია - თეთრი ყვავილი,

თეთრი ყვავილი - როგორც შენი და.


ამაღამ გარეთ დარჩა ყვავილი,

ღამეა და შენ ჩემთან არა ხარ,

ამაღამ ბევრი წყალი ჩაივლის,

ბევრი ჩაივლის ქარიც ამაღამ.


მე კი ვიქნები კარების აქეთ -

შენით ღარიბი, შენით მდიდარი;

ბევრი ვიპოვნე, ბევრი დავკარგე

და შენღა დამრჩი - ესე ვით არი.


შენ ხარ კარების ორივე მხარეს,

ეთანაბრები ღამეს ნისლიანს,

მე შენში მინდა თვით შენზე მეტი - 

რისი მოცემაც არ შეგიძლია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen