კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:44
Advertisement

 

 

 

ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს, 

ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს, 

ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს. 

სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.


ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი, 

კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი, 

საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, 

მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.


საათი მაქვს გატეხილი ისრით, 

სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით, 

ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,

ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.


სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს, 

სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს, 

გავაგრძელო შევძლებ?! - თუმცა კმარა.

ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen