კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:57
Advertisement

 

 

 

თაიგულის ყვავილმა, შეიყვარა მეორე,

მეორემ კი მაშინვე, შეიყვარა პირველი

და ეს გრძნობა ლამაზი, ლტოლვა ერთმანეთისკენ

ფერის ფერს მიმატება, იყო გასაკვირველი.


უხაროდა ორივეს სუნთქვა ერთმანეთისა,

თრთოდნენ გაუთავებლად ერთმანეთის შეხებით,

ასე დიდ საწნახელში ქალ-ვაჟს ვნება ათრთოლებს

ერთდროულად ერთმანეთს თუ შეეხნენ ფეხებით.


თაიგული ლარნაკში იდგა, სურნელს აფრქვევდა,

საოცარი სურნელი იყო აქ მოტანილი

და ციური სურნელის მიწიერი მიზეზი,

მიზეზიც და მიზანიც, იყო ორი ყვავილი...


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen