კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:50
Advertisement

 

 

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა მყოფელი,

რომელმან შეჰქმენ სამყარო, მოგვმადლე წუთისოფელი.

შენ ხარ ის, ვისაც შეჰხარის შენგანვე ქმნილი ყოველი,

ვითარცა ნერგი მცენარე, ეგრემცა სული ცხოველი.

თაყვანსა გცემ და გადიდებ ყოვლის შემოქმედს დიადსა,

შენ განგვაშორებ ბოროტსა, დაგვხსნი ღამისა წყვდიადსა.

კვლავაც ამაცდენ ხიფათსა, საფრთხესა და განსაცდელსა,

მოგვცემ პურს არსობისასა და რწმენას სულის საზდელსა.

მოწყალებითა შენითა რა დილა გამითენდება,

გულგატეხილსა მონასა გული კვლავ გამიმრთელდება.

ვიხილავ შენის დიდების ზეშთამოღვრილსა ნათელსსა,

მოვიმკი ნაყოფს კეთილსა, შენგან სიკეთით ნათესსა.

მამაო ჩვენო, დიადო, ხარ ცათა შინა რომელი,

ძალი სიკეთის მოქმედი, მარადჟამს დაუცხრომელი.

მსაჯული კაცთა ცოდვილთა, მოწყალე და უწყრომელი

და ჩვენდა საკეთილდღეოდ დაუღალავად მშრომელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen