კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:48
Advertisement

 

 

 

ჩემი სახლის წინ წყნეთის ტრასაა,

ღამით მოისმის ლანძღვა-გინება

და მანქანების დიდი მასაა,

რაც გზატკეცილზე მოედინება.


ზოგი ნელები, ზოგიც სწრაფები,

მათი ნაბოლქვით რომ წუხს აირი

ავტობუსები ძველი რაფები

და ესკორტები ნაირნაირი.


ტრასა კი არა სასაკლაოა,

უცქერ ზევიდან დარდით ივსები,

მდინარის გაღმაც სასაფლაოა

და წამოზრდილი კიპარისები.


ის, რაც შორს მოჩანს უკვე პლატოა

დღემდე ასფალტებდაუგებარი

და ჩემ სახლის წინ ასე რატოა

არის სრულიად გაუგებარი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen