კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:00
Advertisement

 

 

 

მე დავიბადე დეკემბრის ოცში

როცა ღამეა ყველაზე გრძელი

წვრილი თვალებით ვარდისფერ ხორცში

იყო ორმოცდა თერთმეტი წელი


მე დავიბადე ვარაზის ხევში

უნივერსტეტის ბაღის გადაღმა

ექიმს ვეჭირე კარგა ხანს ხელში

ისე ევასა ჩემი დანახვა


მამაჩემს ქონდა მხატვრობის ნიჭი

დედაჩემი კი არჩევდა ნოტებს

მე დავიბადე პირველი ბიჭი

და მეძახიან ყველანი კოტეს


ლექსი გავს ჩემი ჩანაწერს დავთრის

უცებ რომ მიხვდეს ყველა ვისია

მე დავიბადე პირველ თვეს ზამთრის

როცა ახალ წლის სამზადისია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen