თარგმანი: ქეთი თუთბერიძის
მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ, მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით, რომ დედამიწის მძიმე სამყარო არ მოგვერთმევა არავის ხელით.
აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით, და სიყვარულის ტკბილი ალმური არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.
როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს, ნუღარ გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით თუ ვუღალატე სიყვარულს ჩვეულს.
არ გესახებით ცხოვრების ლანდად, და ეკლესიის საკურთხეველთან ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.
ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ, შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან, ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,
აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი, გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული. |