კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:01
Advertisement

 

 

 

გაზაფხულია, ხარობს ბუნება!

ფრთას შლის სილაღე... ვიშ, აღტაცებავ!

სულისა სარკევ! წამომყევ, წამო!

იქ მზეა მეფედ... ჰხარობს მიდამო!

ზეცას ჩამოვხსნი სხივთა პირბადეს,

გვირგვინს დაგიწნავ, ვნებით ამოვქსოვ,

მე მსურს მიყვარდეს... მე მსურს მიყვარდეს!

ტანჯვის ფიალას შევსვამ, ამოვსწოვ...

მე მსურს მიყვარდეს... მე მსურს მიყვარდეს! 

სულს ეღიმება შორს უკვდავება,

გზა ცხოვრებისა უნდა გათავდეს!

მარადისობას შეუერთდება!

სახემიხდილი -

მოკვდა სიკვდილი,

სულს ჩამოშორდა კაეშნის ბადე...

წამომყევ, წამო! 

ხარობს მიდამო...

მოეყრდნე ჩემს მკერდს! მე მსურს მიყვარდე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen