კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:38
Advertisement

 

 

 

მკოცნე, მკოცნე ძვირფასო,

გამიცვითე ტუჩები,

შემომაჭდე მკლავები

ეგ სულის მარწუხები...


მოდი, მოდი, ძვირფასო,

მაცინე და მატირე,

მჯერა, მჯერა ყველაფრის,

რაც არ უნდა დამპირდე...


მოდი, თორემ საცაა,

შემშლის პროზა ყოფისა,

მავიწყდება სიკვდილი

მხოლოდ შენთან ყოფნისას...


გესმის ვნების კუნძულზე

დაფდაფები ხმიანობს...

ჩემო მწიფე მტევანო,

ქარვის მარცვლებიანო...


აი, გავხსენ საკინძე,

რომ ცხელ მკერდზე დამაკვდე,

მოდი დამისაკუთრე, 

მერე თუნდ გადამაგდე...


მოდი, მინდა ბავშვივით,

მაცინო და მატირო,

მოდი, გადამავიწყე

ეს სევდის სანაპირო...


მოდი, მკოცნე ძვირფასო,

გამიცვითე ტუჩები,

გამოვტაცოთ ამ ღამეს

უტკბილესი წუთები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen