კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:23
Advertisement

 

 

 

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!

არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღვივება.

სიყვარული მთაში ირმის ძახილია

და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.


სიყვარული ცრემლებია დაკარგული,

იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? -

სიყვარული ტალღააო ნაკადულის,

თუ წავიდა, აღარ მოვა.


მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,

ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,

ეს ლექსები მაშინდელი ქარებია

და ტკბილ-მწარე მოგონება.


შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen