კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:21
Advertisement

 

 

 

 როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,

 ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,

 რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,

 ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.

 თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე -

 მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს.

 გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.

 გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.

 ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,

 ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen