კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 08:41
Advertisement

 

 

 

კაბა-სამოსი ქალს არ აჩენდა, -

ხორციელებას მისას ჩქმალავდა;

კაცების ჯოგი მას არ ამჩნევდა,

სხვა ქალებისკენ ბილიკს ჰკვალავდა.


წვიმდა ზღვაზე და დუღდა ბურუსი,

ზედ არ უცქერდნენ ბეჩავს კაცები,

და მთელი კვირა ჰქუხდა ხურულში

თითბრის ჯაზი და ძგერდა "ტანცები".


მაგრამ ხვალის დღე სხვაგვარად სჯიდა:

მზემ დაიძახა ერთ დილას "ჭიტა";

ზღვისპირ გაიძრო მან თვისი ჯვალო

და საკაცეთმა თვალები სჭყიტა...


ოჰ, თითქოს თივას ავარდა ალი, -

ის იყო მკვრივი, ის იყო ნორჩი, -

ფანტასტიკური ის იყო ქალი

და სალოცავი ზედ ესხა ხორცი...


ხოლო მან,  ვინც "ტუს" ამ დილით მოჰყვა,

ვინც მაგ სხეულის იცოდა ფასი,

მოხვია მკლავი, შეახო ლოყა

და ქალს გულდაგულ შეუძღვა ზღვაში...


და შეჰყვნენ წყვილად მიქცევას ზღვისას,

მზით გაჯერებულ ზღვას მიჰყვნენ ცურვით...

და კაცთა ჯოგი გასცქერდა სხვისას

ბედნიერებას ჭმუნვით და მდურვით.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen