კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:25
Advertisement

 

 

 

 ეს საღამოც თითქოს დაითენთა,

 ცის დასავალს ღვინო დაიღვარა.

 მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა

 აღარ გეტყვი, არა, არა, არა.


 ხომ უყურებ, მზე კუბოში ჩაწვა,

 დაილია სხივთა სიკაშკაშე,

 მე მინდა, რომ ეს საღამო დავწვა,

 შენ მეხანძრის როლი ითამაშე.


 ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი,

 გამიგონე, ღვინო დაიღვარა.

 მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი,

 აღარ გეტყვი, არა, არა, არა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen