კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 02:50
Advertisement

 

 

 

ამიყოლა გაზაფხულმა

მზემ დამწვა და მზეწვიამ

ახლა რა ვქნა, სიყვარული

სიბერეში მეწვია.


ამიყვანა მაღლა ცაში

ვარსკვლავებში მატარებს

ღრუბელ-ღრუბელ დავნავარდობ,

მიწას ფეხს არ ვაკარებ.


დამეწია ნაკადული,

ბილიკ-ბილიკ უვლია,

ვინ გამიგებს, რა დროს ახლა

ჩემი სიყვარულია.


რა ყოფილა სიბერეში

სიყვარულის თილისმა,

უცნაურად შემომეჭდო

ყელზე სიო დილისა.


დამავიწყა ყვალაფერი

ამირია გზა-კვალი.

სადაც წაველ, თან დამყვება

სიყვარულის ამქარი.


ვეღარაფერს ვეღარ ვაგნებ

აღმა-დაღმა დავდივარ,

ღიმილი სულ დამავიწყა

ცარიელი დარდი ვარ.


ამიყოლა გაზაფხულმა

მზემ დამწვა და მზეწვიამ

ახლა რა ვქნა, სიყვარული

სიბერეში მეწვია.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen