კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 05:19
Advertisement

 

 

 

არა, უნდა გაგებუტო, გაგეცალო, გაგეყარო -

მეც მომწყინდა ერთფერობა, მეც მომწყინდა ეს სამყარო!


რა გატირებს? ეს სული ხომ სამუდამოდ არ გშორდება?

საძაგელო! სიყვარული განა მუდამ მეორდება?


სუ! სუ! ჩემო! სუ გეთაყვა, სუ, კარგი-და! სუ! მიწყნარდი!

შენ არ ამბობ - ხომ მიყვარხარ? შენ არ ამბობ - ხომ მიყვარდი?


მხოლოდ მინდა გაგებუტო! გაგებუტო, მხოლოდ მინდა!

მგოსნის ვნება ტრფობის ზღვაა - უმწიკვლო და წმინდათ-წმინდა.


და სხვა მხარეს, სხვანაირად, სხვის ალერსში გადამდნარსა -

მეხსომები! უფრო მძლავრად ეყვარები მგოსნის ქარსა.


დღეს კი მინდა გაგებუტო, გაგეცალო, გაგებუტო,

მეც მომწყინდა ერთფერობა, მეც მომწყინდა ეს სამყარო.


რა გატირებს? ეს სული ხომ სამუდამოდ არ გშორდება?

საძაგელო! სიყვარული განა მუდამ მეორდება?

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen