კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 05:18
Advertisement

 

 

 

შენ დამიძახე ერთხელ სახელი

და, როგორც ვაზი აეკრას ჭიგოს,

სვეტს ავეკარი და ვცახცახებდი:

"ეს ერთხელ მოხდა... ეს ერთხელ იყო..."


ასეა, ზოგჯერ ჭირში თუ ლხინში,

ვმხიარულობ თუ სამძიმარს ვიყოფ,

უეცრად ისევ ამიტანს შიში:

"ეს ერთხელ მოხდა... ეს უკვე იყო"...


გავივლი ზოგჯერ უცხო სანახებს

მებორნისა თუ მეტყევის ქოხთან -

ნეტარებით და შიშით ვცახცახებ:

"ეს ერთხელ იყო... ეს ერთხელ მოხდა" -


ზოგჯერ მგონია, ვპოულობ სიტყვას

და სიამაყით დავხარი სტრიქონს,

ვიღაც ქირქილებს: "ეს უკვე ითქვა,

ეს უკვე იყო... ეს ერთხელ იყო".


და იმ ერთადერთ საშინელ კითხვას

გავურბი, როგორც ცალთვალა ციკლოპს,

სხვა ცხოვრებაში თუ კიდე ვიტყვით:

"ეს ერთხელ მოხდა... ეს ერთხელ იყო"?...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen