კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:19
Advertisement

 

 

 

დილის ცვარი, ია-ვარდი

შევაზავე მელნად ყველა,

საწერელად ცის ლაჟვარდი,

ქაღალდად თვით ცისარტყელა,


კალმად მოვჭერ სხივი მზისა,

კალმის ტარად შუქი მთვარის,

მოვიპოვე მადლი ცისა,

ტკბილნი ჰანგნი მხიბლავ ქნარის,


რომ ალბუმში გულ-ამძგერი

ლექსი ტრფობით ჩამეწერა,

რომ ქებითა მშვენიერის

ნორჩი გული ამეძგერა,


არ მოვსტყუვდი - რაც დავსწერე

აღტაცებით წაიკითხა,

მომიბრუნდა პირ-მცინარე,

“გიყვარვარ?” - ის დამეკითხა,


ვერ დავსძარი ენა, ვერა,

ამ კითხვამა გამაოცა,

“გმადლობს - მითხრა - შენი ვერა,”

მომეხვია და მაკოცა!...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen