კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:04
Advertisement

 

 

 

თვალი გავადევნე შუაღამით,

გამოცნაურება მომერიდა,

მთვარედავსებული, შუბლმაღალი

ევა მოდიოდა ოპერიდან.


კაბის ერხეოდა იალქანი

და ჩემს ოცნებაში აშიშვლებდა, 

ფეხქვეშ დათოვლილი ფილაქანი

ფილებს უკვნესებდა კლავიშებად.


განზე გამოხედვით განმერიდა

ხვედრი უდაბნოში წაქცეულის,

დამრჩა ბიბლიური თვალებიდან

შუქი უთვალავი ასწლეულის.


მისი მოსასხამი დაფოთლილი

შრიალს საგალობლად გამოსცემდა

და მე ვზეიმობდი კმაყოფილი -

კვლავ რომ შემძლებია გაოცება.

 

პოეზიის გვერდი      • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •     ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen