კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:57
Advertisement

 

 

 

სანთლის ფრთებივით ჩამომსხვრეული

წლები გზებად და გზები გედებად,-

თანდათანობით დნება სხეული

და სული შუქად სახიერდება...


ვიცი, წვას ვერვინ გამიადვილებს,

მაგრამ არ ვიცი, სულაც რა მომდის,-

თანდათანობით უნდა წავიდე

და შენთან დავრჩე თანდათანობით.


ო, არ გეგონოს, რომ მხრებს ვასვენებ 

და თეთრ ჩეროში თოვლს ვეფიფქები,-

ის რაც მე არ ვარ, არ იარსებებს,

რაც იარსებებს, არც ის ვიქნები.


დარდით ივსება ბედის რვეული,

ღამე იწვის და გული ჩერდება,-

თანდათანობით დნება სხეული

და სული შუქად სახიერდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen