კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:58
Advertisement

 

 

 

აქ ტირიფების თეთრი ფეხებით

აპრილმა ბევრჯერ გადაირბინა.

ეს მერამდენედ ყელზე მეხვევა

ჭალიკონი და ჭალა ბიბინა.


გადაირბინა ამ ბონდის ხიდით,

გადაირბინა ჩემმა ბავშვობამ

და მოგონებებს, ტანზე რომ ვიხდი,

არ უწერია მზეზე გაშრობა.


მწვანე ჭალიკონს სუნთქავს ხეობა

და ქარაფებზე ბონდი ქანაობს,

თითქოს ლამობდეს მასზე შეხტომას

მზე, ჰორიზონტი, ტყე და სანაო


აქედან მოსჩანს ზღვა და არყნარი,

სივრცე უჩარჩო, ცა უარშიო.

ქანაობს ბონდი, თითქოს მერყეობს,

მიწა არჩიოს, თუ ცა არჩიოს?


ვინც განიცადა სიმაღლის შიში,

მას არად უღირს ყოფნა ურისკოდ,

იმ სულზე უკეთ არავინ იცის,

სიმაღლე სიღრმეს როგორ გულისხმობს.


ო, ბონდის ხიდო, აქედან ვხედავ

გავლილი გზების სიგრძე-სიგანეს...

რომ დავბერდები, ამოვალ შენთან

და ბავშვობაში გადამიყვანე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen