კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 10:31
Advertisement

 

 

 

შენ მსუბუქი ხარ -

მოყვავილე რტოზე მსუბუქი,

მოგეფერები, მწვანე სიზმრებს გაგიიისფრებ,

ნეტა ვინ ისმენს

იდუმალი ნიჟარის შრიალს,

შენი სხეულის შრიალს ვინ ისმენს?!

შენ კი არ გღვიძავს,

გეჩვენება, თითქოსდა გღვიძავს

და ძილღვიძილის უნეტარეს სიბუნდოვანეს

ადევნებიხარ,

როგორც მარტის ღრუბელს მთოვარე.

ეს დღეც გავიდა,

მწარე ფიქრი მივასამარე,

ეს დღეც გავიდა -

საოცნებო და დასანანი.

შენ სადღაც ფეთქავ,

შენით სუნთქავს ღამის ჰაერში

ახლად გაშლილი იასამანი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen