კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 22:10
Advertisement

 

 

 

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა

შენი სიცოცხლისთვის - თუნდ სიკვდილი მინდა

შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა

შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.


ჩემი არ მეყოფა - სხვისი წილი მინდა

სხვა დაბადების დღე - სხვა ქორწილი მინდა,

შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა

შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.


მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა

შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა.

შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა

ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.


შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა

შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა

შენი შემოხედვა - კმაყოფილი მინდა.

შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen