კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:19
Advertisement

 

 

 

შენთვის ვიწროა ჩემი ოთახი,

ფართო ოთახი ძვირად ფასდება.

ვერ ჩაეტევა შენი ღიმილი

და შენი ლანდიც ვერ მოთავსდება.


მაინც შემოდი, ასწიე თაღი,

შენი სიბერე ჯერ ხომ ადრეა.

ძლიერ ვიწროა ჩემი ოთახი,

თუმცა დარბაზიც არ მინატრია.


თუთუნის კვალმა ბინა დაბურა,

როგორ ვიწროა ჩემი საწუთრო.

ჩემი ოთახი, როგორც ღამურა,

სულის ნანგრევში უნდა აკურთხო.


თუ მოუვიდა მთვარეს სტუმარი,

უნდა ასწიო ბინაში თაღი,

ათასად კაცი, ვიცი, დაფასდა,

ათი ათასად მცირე ოთახი.


შემოდი ჩემო სულის ღიმილო,

სუნთქვით გავათბოთ ჩემი კედლები.

შენა ხარ ჩემი თეთრი მიმინო

და მე ბაზიერს ღამე ვედრები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen