კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 06 ივნისი 2026 06:04

 

 

 

გუშინ შევნიშნე სარკმლიდან შენი 

სწორუპოვარი ტანი საროსი, 

რა დაგიფიცო, ნამდვილად გშვენის 

ჯიქივით ჭრელი ტანისამოსი.


მახსენებს ჩვენი გაცნობის სისხამს 

მწვანეფოთლება კაბა შრიალა 

და შენი ნახვით გამთბარმა სისხლმა

ტანში საამოდ გამაჟრიალა.


გამაყმაწვილა ზღაპრულმა ძალამ, 

დაუმთავრებლად დავთმე წერილი. 

შენდამი რიდი, შენდამი კრძალვა 

ჩამომეჟონა ცხარე ცრემლივით.


გავაღე კარი, შეგავლე თვალი 

და ბედნიერი შორი დანახვით 

ათი წლის აქეთ შენგანვე მთვრალი 

გავფხიზლდი, როგორც ლოთი არაყით.


გამოვედევნე ძაღლივით შენს კვალს, 

რად გამახსენდა ჩვენი ფშანები, 

როცა ტერფიდან გიღებდი ეკალს 

და გქონდა შველის სველი თვალები.


შეწუხებული მეკვროდი ბავშვი 

და სანამ ყრმობას დავიტირებდი, 

ეჰ, ერთხელ მაინც მეკითხა მაშინ, 

სამაგიეროდ რას მიპირებდი!


გეთქვა პატარას, რომ ვიღაც სულ სხვას 

დააწაფებდი უკვდავ ნაკადულს, 

გიწერ წერილებს და წუთებს ვნუსხავ, 

ათი წლის წინათ ღრუბლად გაფანტულს.


თუ გადამაგდებს სარკმლიდან ღამით 

სწორუპოვარი ტანი საროსი, 

არ გაიძულებს ბავშვობის ჟამი, 

ჩაიცვა შავი ტანისამოსი?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •   ოთარ ჭელიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen